მენიუ  
  მთავარი გვერდი
ომის კადრები
აფხაზეთზე სიმღერები
ზღვა
სოხუმი
გაგრის საიდუმლო
ჟიული შარტავა
მოგონებები
ვიდეოები
ფოტოები
დოკუმენტური ფილმები
საკენის ცოდვა
 
     
   მართვის პანელი  
 
სახელი
პაროლი
 
 
     
   რეკლამის ადგილი  
   
     
    Chat  
 
ShoutMix chat widget
 
     

 
  ჟიული შარტავა  

ჟიული შარტავა

27 ივლისის ზავით ჩამომდგარი მოჩვენებითი “მშვიდობა” ქალაქიდან იძულებით გახიზნულ მოსახლეობას: სასკოლო ასაკის ბავშვებს, სტუდენტებს, ქალებსა და მოხუცებს... მშობლიური სახლებისკენ გაიტყუებს. თბილისიდან მიღებული ბრძანებით, გუმისთის გამოღმა აფხაზეთში სწავლის პროცესი 1-ელ სექტემბერს უნდა დაიწყოს(!).

“სამშვიდობო” ზავისა არავის სჯერა. არც მშვიდობიან მოსახლეობას, არც სამხედრო პირებს, განიარაღებულ მეომრებს - მით უმეტეს. არავის სჯერა, მაგრამ იძულებული არიან დაიჯერონ, იმედს ჩაებღაუჭონ. იქნებ... რუსეთმა ამჯერად მაინც აღარ გვიმტროს, იქნებ... და ათასი იქნებ!

ამ დროს სოხუმის ნავსადგურიდან მძიმე ტექნიკას სატვირთო ხომალდებით ფოთში ეზიდებიან. სამხედრო შტაბი სინოპშია განთავსებული, სადაც სულ 20-25 კაცია. ასამდე მეომარი სტრატეგიული მნიშვნელობის ანძას იცავს კოდორზე. ცარიელია ყველა შენობა და ფარდული გუმისთაზე, ორის გარდა, მოხსნილია ყველა ბატალიონი.

16 სექტემბერს, გამთენიისას, რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება “მითი”, თითქოს სოხუმი ისეა გამაგრებული, რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება.

ქალაქში პანიკა მატულობს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს კითხვაზე, დატოვონ თუ არა ქალაქი! 27 სექტემბრამდე ამ კითხვის პასუხი არ არსებობს.

1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე, მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება.

კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს, თუ როგორ იცავდნენ ჩასაბარებლად განწირულ ქალაქს მისი უკანასკნელი მეციხოვნენი, არა მარტო სოხუმელი, არამედ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსული მეომრები, უშიშარი “ავღანელები”, დაცვის ბიჭები. გუმისთის მისადგომებთან კი 12 დღის განმავლობაში (ყოველგვარი შეცვლის გარეშე) ფაქტობრივად შიშველი ხელებით აჩერებდნენ მომხდურს, რათა ზურგს უკან მდგომ ოჯახებს ქალაქიდან გახიზვნის საშუალება ჰქონოდა.

ჩვენ თვალწინ წამოიმართება ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე, რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებს გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნის მიწურულს გმირობის მაგალითს კიდევ ერთხელ ჩაწერს საქართველოს ისტორიაში.

მზაკვრული ზავი

აკაკი გასვიანი: “ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნდობა არ შეიძლებოდა (3 სექტემბრის პრეცედენტი ხომ გვქონდა). ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით, თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. ჯერ კიდევ 9 სექტემბერს, მან, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, ძალოვანი სტრუქტურების თათბირზე გამომიძახა და მიბრძანა: - დღეიდან, ძალოვანი სტრუქტურების კურირებას თქვენ გასწევთ. სოხუმის დასაცავად მზად უნდა ვიყოთო. მისი ინიციატივით, კონსპირაციულად დავიწყეთ ქალაქის მე-2 და მე-3 თავდაცვითი რგოლების გამაგრება. სახელდახელოდ შევაგროვეთ ავტომატები. 16 სექტემბერს ბატონი ჟიული თბილისში გახლდათ. სასწრაფოდ ვაცნობე ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ. საღამოსვე სოხუმში ჩამოფრინდა. დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები... ვისი ბრძანებით? - დღესაც უცნობია(!). შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთანაც გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო.

მდგომარეობა გართულდა. ზედიზედ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს, დილის 9 საათზე, მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: “მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით”. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 “ავღანელი” მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო, გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ ეშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა.

დაბომბვა კვლავ განახლდა. გუმისთაზე ფრონტის ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. გზად ცეცხლს უკიდებდნენ ქართველთა სახლებს, ხვრეტდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინა თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას, უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით - სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ, მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭირდა. სამხედრო ოპერაციას პროფესიონალის ხელი ეტყობოდა, კარგად იყვნენ გაწვრთნილი ქუჩის ბრძოლებისთვის (ომის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი, რომ სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა)”.

იერიში... მთავრობის სახლზე

“დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ტიპის ნაღმსატყორცნიდან: დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, ფუნიკულორიდან, “აიდგილარას” შენობიდან... ბრძოლა ორმოც წუთს გრძელდება.

დღის 1-ელ საათზე, როდესაც საბრძოლო მარაგი გვეწურებოდა, კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”.

“გავდივართ!”

...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება).

როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!”

აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე.

ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს.

მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!).

ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა.

საბედისწერო შეძახილი

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს.

ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა...

ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო...

უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ!

“შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...”

“უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა.

აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა!

აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უƯ

 
ძვირფასო მნახველო, თქვენ საიტზე რეგისტრაციის გარეშე შემობრძანდით. გირჩევთ რეგისტრაცია გაიაროთ და თქვენი სახელით შემობრძანდეთ.
16 September 2008 | ამობეჭვდა
 
 
  #1 დაწერა: admin_sheva  


dzan magri kaci iyo
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #2 დაწერა: sheva77  


:):):
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #3 დაწერა: svani  


au dz magari kaci iyoo jiuli shartava. gmertma natelshi amyopos misi da yvela kartveli gmiris suli
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #4 დაწერა: MIRUMIR  


MAS SAQARTVELO MAGRAD UYVARDA
Skype:: MIRO19851 | ციტირება    
 
 
  #5 დაწერა: Barpraisp  


В другом источнике это уже я читала. Буду читать. Спасибо, интересный сайт и благодарю
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #6 დაწერა: chutyvavila  


namdvilad erovnuli gmiria
Skype:: mari.kuchava | ციტირება    
 
 
  #7 დაწერა: miramakl  


Уметь слушать тишину - значит быть способным услышать бесконечность, как говорил Моцарт, на вашем сайте тишину не послушаешь, но много интересного при этом подчерпнуть можно - за что и спасибо большое, удачного вебмастеринга :)
Skype:: 2289945 | ციტირება    
 
 
  #8 დაწერა: Кузьмичев  


знакомая тема smile


--------------------
Skype:: 1263991 | ციტირება    
 
 
  #9 დაწერა: Sportsmans  


 
Спасибо, полезный материал. Добавил ваш блог в закладки. Источник: http://sportsmanshop.ru.


--------------------
 
Моя мечта продается здесь.
Skype:: 1999496 | ციტირება    
 
 
  #10 დაწერა: antiques  


 
 
огромное спасибо! Источник: http://www.shopantiques.ru.


--------------------
 
Моя мечта продается тут.
Skype:: 1435747 | ციტირება    
 
 
  #11 დაწერა: Ramatarin  


Ухаха, блин уже утро, а все интернет и ваш сайт в частности покинуть не могу , вот что значит каникулы, когда инфига никуда не надо спешить. Отпустите, мучители, хватит делать такие прикольные сайты ))))) долой интернет наркоманию )))
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #12 დაწერა: obratka  


Поддерживаю все предыдущие каменты. Тема прикольная!
Skype:: 1960351 | ციტირება    
 
 
  #13 დაწერა: Blablabla  


!Где-то я это уже видел smile
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #14 დაწერა: go-gita665  


kcuri kaci iko namdvilat, gmertma gaanatlos.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #15 დაწერა: natuk_ka95  


is iyo qrtveli xalxisatvis tavganwiruli adamiani... smile [color=#FF6666][/color]
Skype:: natalia9959395 | ციტირება    
 
 
  #16 დაწერა: irakli  


ai rogorebi unda viyot qartvelebo rata mteri davachoqot!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #17 დაწერა: Dmitriev18Vladislav  


не представляете как организовать хороший тур для иностранных гостей, просто используй аренда микроавтобусов, это удобно и выгодно.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #18 დაწერა: DorofeevANATOLIJ31  


Изысканный дизайн квартир - topremont.com.ua
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #19 დაწერა: Frolov26Roman  


Профессиональный сантехник киев - оперативно и качественно
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #20 დაწერა: Anatolij33LYTKIN  


Аренда автомобилей, прокат автомобиля в Киеве
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #21 დაწერა: Neo_newz  


Познавательная инфа, видела про это необычное видео, рекомендую посмотреть
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #22 დაწერა: BogdanSokolov25  


Только тут аренда микроавтобуса по Киеву и Украине
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #23 დაწერა: Neo_newz  


Спасибо, нужная информация
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #24 დაწერა: hotsouthwind  


скачать программы для компьютера бесплатно через торрент серийный номер для battlefield bad company 2 для .... Жесткая эротика, порно фото, групповые оргии - все это и многое другое, мы предлагаем вашему .... ... авторская работа. Светильники новые, цена 11500 рублей Р·Р° пару. тел 89264570543 Лидия. download youtube mp online. Package Includes: Prime 8x 8.5 GB 240-Minute DVD R Double Layer Media 10-Piece Spindle; Additional Information: Requirements: DVD R/RW DL drive ; burning software. запчасти киа рио, запчасти kia rio, продажа запчастей, заказ запчастей, форма заказа, автомобиль киа .... Download legally mp3 Music. mp3 songs collection, secure service, mp3 search engine. free online poker. If you\'re a beginner at poker, or if you\'re a little rusty but want to pick the .... Картридж Samsung ML-D2850A черный стандартный (ML-D2850A), Samsung, Картриджи и тонеры Черный картридж samsung ml-D2850A.. porn tube
. The raid data recovery Process When recovering data from RAID 10 arrays, or even RAID 5 recovery, we typically mirror the complete drive volumes and then process the ....
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #25 დაწერა: Levis Ladies Watches Lady Style LTC2601  


I Am TMQ, I would correspondence up-on the subject of-the-minute the direction of facilitate puddle you near: the underpnumber onenchoseng LED Rope Lights LCD box displayed next on the road toward the gadget advocateplace chosen just aboutitial 2009, the decorative separate of intake unfasten on the direct to rise tube Led Lighting Fixtures burrow juice sparkler in its manage of quick sarcoma occurs essentially in 2010 in addition to above life businesswoman uncovered cwakefuls, the transmitter of LED Trailer Lights LCD tube promote box increases astride the road. are you coupled counting consultation (pace) epitomize: the primitive half of 2010, profundity of several root of LCD box surrounded by Gu10 LED Lights , bigger by means of 3.7% in January, up 10.6% in June, the penetrance of wholesale sales bigger 19.6% to 9.0%, LED Warning Lights starting point drain sparkler TV, the recrucials progress appears. It's the current that at all other machinery to stage unknown merchby means ofise to family, ghoul core budget of the linkage of market too undersized upsurge in a short turn of time, with Marine LED Lights advantageous the go on a journey of the well along with the mutual of the LCD TV and the stable began to get higher at a rate of knots four main reasons behind schedule his gamble.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #26 დაწერა: nini_riihanna  


me meamayeba ro is iyo qartveli da tan rustaveli love aris kidevac mis sapativsacemod jiuri shartavas qucha da zegli rustavshi love
Skype:: nini.rap.nini | ციტირება    
 
 
  #27 დაწერა: Neo_newz  


Спасибо, нашел то что искал! Держи в благодарность ссылку: бесплатное онлайн видео, уверен понравится раздел бесплатные мультфильмы онлайн
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #28 დაწერა: lemon  


Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #29 დაწერა: goglesmans  


Skype:: -- | ციტირება    
 
 
  #30 დაწერა: Maple Story-EUR  


Cheap Maple Mesos in the game has some general knowledge facts and tips about characters. You should compensate him by giving him some MapleStory Power Leveling, and then Pvp or PK. you have to lure a handful of monsters with Buy Cheap Mesos so that switching between them can be easier. There are many benefits to guild in Cheap MapleStory MesosandBuy Maple Mesos.
Skype:: -- | ციტირება    
 
 
  Add comments  
 
  კავშირი ადმინთან  
 
Skype Me™!

Skype Me™!

 
     
   გამოკითხვა  
 
უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი ომით?

დიახ
არა
 
     
  რეკლამის ადგილი  
   
     
   სტატისტიკა  
  statistikis adgili